12/08/2011
ბრიტანეთის 80-იანი წლების სოციალური ცხოვრების დიდი მულტიმედიური არქივი ახალი გამოფენისათვის განაახლეს. BBC-ის Domesday Project ინტერაქტიულ, დიდ „სენსორულ“ კომპიუტერად გადააკეთეს და Bletchley Park-ის გამოთვლითი ტექნიკის ეროვნულ მუზეუმში გამოფინეს.

პროექტში, რომელიც სატელევიზიო ახალ ამბებს, ფოტოებსა და ადგილობრივი მცხოვრებელების მონათხრობს მოიცავს, მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მუზეუმის სტუმრებს საშუალება აქვთ გაერთიანებული სამეფოს შესახებ თავმოყრილი ინფორმაცია, 52 ინჩიან მულტისენსორულ ეკრანზე ნახონ.
BBC-მ თავდაპირველად, Domesday Project 1986 წელს Domesday Book-ის 900 წლის იუბილეზე დაიწყო. 2011 წლის აპრილში BBC Learning-მა პროექტზე მუშაობა განაახლა, მოსახლეობის მიერ ონლაინ გაგზავნილი პირველადი ინფორმაცია გამოაქვეყნა და ვებგვერდის სტუმრებს, როგორც არქივის განახლება, ისე თავდაპირველი მონაცემებისათვის, 2011 წლის ინფორმაციისა და სურათების დამატება სთხოვა.
,,პროექტის ხელახლა დაწყება პროექტის შემქმნელების იმედების საბოლოოდ განხორციელებას ნიშნავს" - განაცხადა პიტერ არმსტრონგმა, რომელიც თავდაპირველ Domesday-ს ხელმძღვანელობდა და ინეტრაქტიულ მედიაში შეტანილი წვლილისათვის Bafta-ის დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი.
ეროვნული არქივის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ მორლიმის განაცხადებით: „1986 წელს პირველი Domesday პროექტი ენთუზიასტი მომხარებლების ციფრულ მომავალზე მიანიშნებდა. ეროვნულ არქივში ციფრული მონაცემების დაცვაში ჩვენი უზარმაზარი გამოცდილება მომავალში ამ პროცესის გაგრძელების იმედს იძლევა, რომლის შედეგად ქვეყნის სოციალური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის შენახვა და დაცვა როგორც არასდროს, ისე მოხდება.







