• იწყება IT აკადემიაში მიღება სხვადასხვა სპეციალობებზე

    განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა იწყებს IT აკადემიაში მიღებას სხვადასხვა მიმართულებებზე.
  • უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

    დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა.
  • ”მომავლის კლასში” ერთობლივი გაკვეთილი ჩატარდა

    გიორგი ჩახნაშვილი პირველი ექსპერიმენტლური სკოლის “მომავლის კლასში“ ერთობლივ გაკვეთილს დაესწრო.

YouTube-მა სასკოლო ვიდეო მომსახურება დაიწყო
12/14/2011
პედაგოგების სურვილი სასწავლო პროცესში გამოიყენონ Youtube საგანმანათლებლო ვიდეოების საყურებლად უკვე შესაძლებელია. პროექტის მენეჯერის, ბრაიან ტრუონგის განცხადებით, მოსწავლეების დაინტერესება უახლესი მუსიკალური/გასართობი ვიდეობით, სასწავლო პროცესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს.

Youtube-მა ფლეილისტები თემატურად, მომხმარებლის ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით დაალაგა და სკოლებს საშუალება მისცა ისარგებლონ ქსელით, სადაც მოსწავლეებს მხოლოდ YouTube-ის საგანმანათლებლო ვიდეოების ნაწილთან - YouTube EDU-სთან ექნებათ წვდომა.

Google-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ Youtube ახალი სერვისით სკოლებს მიიზიდავს, რომლებიც სასწავლო პროცესში მის გამოყენებაზე, შეუფერებელი შიგთავსის გამო უარს ამბობდნენ.

მასწავლებლებს დაცულ ქსელში შეეძლებათ გაიარონ ავტორიზაცია და ნებისმიერი ვიდეო ნახონ. YouTube მასწავლებლებისათვის - მასწავლებლებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ გამოიყენონ ვებგვერდი სასწავლო პროცესში.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ექსპერტი იან მაკლარენი დადებითად შეხვდა YouTube-ის ამ ნაბიჯს, მაგრამ მასწავლებლებს სთხოვა, ვიდეობის საშუალებით სწავლების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ.

„სწავლას უფრო ღრმა აზრი აქვს და რეალურ ინტერაქტიულ ჩართულობას მოითხოვს. მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს პრობლემაზე, ეცადოს ახალი იდეების გაგებასა და მასწავლებლებისაგან ან მოწინავე მოსწავლეებისაგან საპასუხო რეაქციების მიღებას“, - განაცხადა მაკლარენმა.