• იწყება IT აკადემიაში მიღება სხვადასხვა სპეციალობებზე

    განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა იწყებს IT აკადემიაში მიღებას სხვადასხვა მიმართულებებზე.
  • უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

    დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა.
  • ”მომავლის კლასში” ერთობლივი გაკვეთილი ჩატარდა

    გიორგი ჩახნაშვილი პირველი ექსპერიმენტლური სკოლის “მომავლის კლასში“ ერთობლივ გაკვეთილს დაესწრო.

კემბრიჯის უნივერსიტეტმა ისააკ ნიუტონის ინტერნეტ-რვეულები გამოაქვეყნა.
12/15/2011
კემბრიჯის უნივერსიტეტმა ისააკ ნიუტონის რვეულები გამოაქვეყნა, რომლებზეც მეცნიერების უდიდესი ნაწილია დაფუძნებული. უნივერსიტეტი ნიუტონის თითქმის ყველა კრებულის გამოქვეყნებას გეგმავს.

ამისათვის 4000-ზე მეტი გვერდი დაასკანერეს, მათ შორის ნიუტონის Principia Mathematica, რომელშიც ნიუტონის მოძრაობისა და მიზიდულობის კანონებია მოცემული. ნიუტონი უმეტესად იმ დროის სამეცნიერო ენებზე - ლათინურად და ბერძნულად - წერდა და ნაშრომების გამოქვეყნება არ სურდა.

ნიუტონის ნაშრომების გამოქვეყნებით კემბრიჯის ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტი იწყება, რომლის მიზანია ბიბლიოთეკის მთელი კოლექციის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა.

ნიუტონს, დიდი რვეული მამინაცვლისგან მემკვიდრეობით ერგო და მეცნიერების აზრით, რვეული დაეხმარა, კალკულაციაში დიდი წარმატებისათვის მიეღწია. ნიუტონი მეგობარმა მეცნიერებმა ჰალიმ და ჰოოკმა დაარწმუნეს, გამოექვეყნებინა თავისი ნაშრომები მიზიდულობის ძალაზე, მექანიკაზე, კალკულაციასა და ოპტიკაზე.

უნივერსიტეტმა მოახდინა რამდენიმე ხელნაწერის კონსერვაცია, რომლებიც შესაძლებელია დასკანერებისას დაზიანებულიყო.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ციფრული მომსახურების მენეჯერმა გრანტ იანგმა განაცხადა, რომ ნიუტონის ნაშრომები იმიტომ შეირჩა ვებ-გვერდისათვის, რადგან ისინი მეცნიერების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია.

ელექტრონულ ბიბლიოთეკას, ნიუტონის ნამუშევრების შემდეგი 8000 გვერდი მომდევნო თვეებში დაემატება.
მომავალში უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკის ნაწილი ჩარლზ დარვინის ნაშრომებიც გახდება.