სწავლება

კოლეჯის ბაზაზე ხორციელდება სხვადასხვა ფორმატის სწავლება:

  • საბიუჯეტო სტანდარტული პროგრამები;
  • არასაბიუჯეტო სტანდარტული პროგრამები;
  • არასაბიუჯეტო მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები;

პროფესიული განათლების  პროგრამები შემუშავებულია პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე და შესაბამისად პასუხობს მის მოთხოვნებს. იხილეთ

მოკლევადიანი გადამზადების კურსები მოიცავს ცალკეულ მოდულებს. იხილეთ

აღნიშნული პროგრამების განხორციელებისათვის კოლეჯში არსებობს საჭირო ინფრასტრუქტურა, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში.სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება ელექტრონული სწავლებისა და ტესტირების სისტემა MOODLE, სადაც განთავსებულია შემუშავებული ელექტრონული სწავლების კურსები, გაწერილია სასწავლო გეგმა, რის მიხედვითაც შექმნილია და სტუდნეტთა და მასწავლებელთათვის ხელმისაწვდომია სასწავლო მასალები, ტესტები, პრაქტიკული დავალებები, სემინარები და ა.შ. აგრეთვე ფუნქციონირებს სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზირებული სისტემა – ელექტრონული ჟურნალი, სადაც მოიპოვება ინფორმაცია სტუდენტთა დასწრებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.

კოლეჯში მუდმივად მიმდინარეობს მასწავლებელთა გადამზადების პროცესი. ტარდება როგორც პროფესიული ასევე დარგობრივი ტრენინგები.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. 2012
ყველა უფლება დაცულია